მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია
მეუფე ზენონი - საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს
სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს
პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს - 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი

22.03.2026 ნახვები: 209

სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია უნდა გაიმართოს, სამხედროების კორიდორია მოწყობილი.

ჯარისკაცები მთელ პერიმეტრზე დროშებით ხელში არიან განლაგებული.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქი სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა