ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ
რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ

12.03.2026 ნახვები: 212

2022 საქართველო მხოლოდ ერთადერთი მიზეზით არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს - კერძოდ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას თავიდან აეცილებია პირადად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ეროვნულ დონეზე, - აცხადებს ეკონომიკის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი, "ევროსკოპისთვის" ქართული ოცნების დეპუტატს, გიორგი ჩაკვეტაძეს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. 
 
 
"სიუჟეტის ბოლოს "ქართული ოცნების" პარლამენტარი ამბობს, რომ თურმე ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა საქართველოს და ზღუდავს სუვერენიტეტს, რომლის მაგალითად მოჰყავს ევროკავშირის თხოვნა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე (დიახ, თხოვნა და არა - ბრძანება და/ან დავალება).
 
ჯერ ერთი, თუ გთხოვს და არ გიბრძანებს, აქედან ჩანს უკვე რომ ევროკავშირი არ არის საბჭოთა კავშირი.
მეორეც, სინამდვილეში 2022 საქართველო მხოლოდ ერთადერთი მიზეზით არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს - კერძოდ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას თავიდან აეცილებია პირადად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ეროვნულ დონეზე.
 
მესამეც, ევროკავშირმა მხოლოდ იმიტომ თხოვა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობა, რომ ევროპულ ფირმებს არ ჰქონოდათ სანქციებისგან გვერდის ავლის შესაძლებლობა.
რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ (ე.ი. დასავლურ კომპანიებში ვინც მუშაობენ), რადგან უფრო დაცულად იგრძნობდნენ თავს.
 
ინფო: 2022-2023 წლებში რუსეთიდან გავიდა დაახლოებით 100-120 მლრდ ევროს მოცულობის კერძო კაპიტალი, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი 4-5 მლრდ ევრო ჩამოილექა საქართველოში, ძირითადად რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ, რომლებიც გამოექცნენ ომში გაწვევას, რომ "საზარბაზნე ხორცი" არ გამხდარიყვნენ რუსეთის დაპყრობით და უსამართლო ომში უკრაინის წინააღმდეგ.
ამ 100-120 მლრდ ევროდან მნიშვნელოვანი ნაწილის გადინება მოხდა ევროპაში (80-90 მლრდ ევრო), მათ შორის საქართველოს გავლით, ე.ი. "კარგი რუსების" მიერ საქართველო იქნა გამოყენებული ტრანზიტად, რაც არ მოხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობის შემთხვევაში", - აცხადებს არჩილ იაკობაშვილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა