ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა
მარკეტა გრეგოროვა - ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში
მალგოჟატა გოშევსკა - თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს
რასა იუკნევიჩიენე - ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში
War update: 137 battles over past day, Pokrovsk, Huliaipole, Kostiantynivka axes hottest

ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე

12.03.2026 ნახვები: 218

ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი ჩაიწერა და „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ჩელსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:2.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალის პირველი თამაში დაძაბული გამოდგა – პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ ბარკოლას (10 წუთზე) და დემბელეს (40) გოლებით, მაგრამ ინგლისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. ლონდონელებიდან თავი გუსტომ (28) და ფერნანდესმა (57) გამოიჩინეს.

კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და თამაში შეცვალა. 74-ე წუთზე ქართველი ვარსკვლავის გადაცემით ვიტინიამ პარიზელები ისევ წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე და 90+3-ე წუთებზე ხვიჩამ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. მას ლიგაზე 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ლონდონში 17 მარტს გაიმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა