ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა
მარკეტა გრეგოროვა - ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში
მალგოჟატა გოშევსკა - თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს
რასა იუკნევიჩიენე - ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში
War update: 137 battles over past day, Pokrovsk, Huliaipole, Kostiantynivka axes hottest

მალგოჟატა გოშევსკა - თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს

12.03.2026 ნახვები: 217

თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად. კანონები, რომლებიც თავისი ბუნებით რეპრესიულია, გაწვეულ იქნას. ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, "ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებში, პოლიტიკურ ძალადობაში იხრჩობა".

"150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, ამის მაგალითია. მსურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზე მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს, მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის, კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში. ამაზე შესწორებები წარვადგინე.

ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი - რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე" , - განაცხადა გოშევსკამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა