მარკ რუტე - მოკავშირეები მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში აკეთებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმატებას 10-ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს
პროკურორი - როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
Merz shows Trump on map why Ukraine's front line must not move west
სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა

ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა

05.03.2026 ნახვები: 185

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე - "რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე" - განაცხადა.

მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც თითოეული დიქტატურა იყენებს, სულ უფრო მსგავსი და დახვეწილი ხდება და მას „შემაშფოთებლად ხელს უწყობს ტექნოლოგიები და ინოვაციები“.

„ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „2024 წელს გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა, სწორედ ჩინეთი აწვდის მათ სათვალთვალო ტექნოლოგიების, პროპაგანდის არხების და ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად“.

უილსონმა ხაზი გაუსვა აშშ-სთვის შუა დერეფნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინფრასტრუქტურა ჩინეთს გადასცა.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა უილსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა