მარკ რუტე - მოკავშირეები მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში აკეთებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმატებას 10-ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს
პროკურორი - როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
Merz shows Trump on map why Ukraine's front line must not move west
სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმატებას 10-ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს

05.03.2026 ნახვები: 194

ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, ომის ფრონტზე ძალიან კარგად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა და ირანთან ომის საწყისი დღეები დიდ წარმატებად გამოაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმატებას 10-ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს.

„ირანის რაკეტები სწრაფად ნადგურდება, მათი გამშვები დანადგარები ნადგურდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს ახორციელებს.

„ისინი თავს ესხმიან მეზობლებს. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი თავს ესხმიან მოკავშირეებს ან მათ, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ მათი მოკავშირეები იყვნენ. ეს სინამდვილეში არის ერი, რომელიც კონტროლიდან იყო გასული,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მას არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება უხელმძღვანელოს ირანს.

„მათი ხელმძღვანელობა სწრაფად იშლება. ყველა, ვისაც ლიდერობა სურს, საბოლოოდ კვდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა