ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით

03.03.2026 ნახვები: 286

შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ერთიანობის დეკლარირებას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება.

„დღეს ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ - შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მეც, სხვებთან ერთად ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად.

ამოვდივარ იქიდან, რომ შეიძლება ჩვენ წარსულში გვქონოდა უთანხმოება და ზოგს შეიძლება ახლაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელოა იმ დიდ ისტორიულ პროცესთან შედარებით რაც ჩვენს გარშემო ვითარდება.

ამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ქართველი ხალხის და დემოკრატიული სამყაროდან ჩვენი მხარდამჭერების მოთხოვნას, გვევლო ერთიანობის გზით.

დღეს მოხდა ამ ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით. აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა