ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

თამარ ჩერგოლეიშვილი - „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე

03.03.2026 ნახვები: 254

ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ოპოზიციის ალიანსი“ გაფორმდა.

კითხვაზე, „ლელო“ რატომ არ არის ოპოზიციური პარტიების ალიანსში, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ლელოც“ და სხვა პარტიებიც აუცილებლად შეუერთდება „ოპოზიციის ალიანსს“, რადგან „ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“.

„ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენს ძალად.

ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს.

ძალიან დიდი ელექტორატი გვყავს, ჩვენ გამოვუთხრით ძირს „ქართულ ოცნებას“.

(„ლელო“) შემოგვიერთდება, ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა.

აქამდე არ ვიყავით ერთიანები იმიტომ, რომ შინაარსზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ასეთი ჟამი დგას და გადაყირავების შანსი გვაქვს!“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა