საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში, – ამის შესახებ ევროპარლამენტმა, პოლიტიკური ჯგუფის, renew europe-ის წარმომადგენელმა ბერნარდ გეტამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.
ბერნარდ გეტას თქმით, იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს, უნდა დაეხმარონ უკრაინას.
„ჩვენ საგნებს უნდა შევხედოთ ცივსისხლიანად და ობიექტურად. საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში. დასკვნა მარტივია. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, უნდა დავეხმაროთ უკრაინას. დემოკრატიის დასახმარებლად აუცილებელია უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა ბერნარდ გეტამ.