მიხეილ სააკაშვილი - გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?
მარკ რუტე - უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს
პეტერ ფიშერი - ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან
ოლივიე კურტო - უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში
დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
ანდრო ჭიჭინაძე - მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს - არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“
საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა
ფრიდრიხ მერცი - უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ

მიხეილ სააკაშვილი - გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?

24.02.2026 ნახვები: 171

გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

სააკაშვილი ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „POSTV“-ის სანქცირებას.

„ძალიან მაგარი ამბავია ღიად რუსული "იმედის" და "პოსTV"-ის დასანქცირება, თუმცა ჩემთვის გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა