War update: 130 clashes on front line over past day, more than half of them in Pokrovsk and Huliaipole sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 720 over past day
შსს - აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია
Zelensky thanks everyone who ensures long-range strikes on weapons production facilities in Russia
USF strikes two Tor air defense systems in Donetsk region, oil depot in Luhansk
Russia fabricates video of returned POW claiming alleged torture in Ukraine – CCD
About 2,000 people join Ukrainian march in Paris marking fourth anniversary of Russia-Ukraine war
Russia's main influence campaigns run via Telegram, TikTok, Viber – expert

შსს - აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია

23.02.2026 ნახვები: 185

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს. აღმოჩენილია კუსტარული ნარკო ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

სამართალდამცველების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკო ლაბორატორიები, სადაც ნარკო დამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე, ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა