Zelensky, Rutte coordinate diplomatic positions
Ukraine’s General Staff confirms missile strike on Russian military plant in Udmurtia
Ukrainian forces strike two Russian border guard ships, two Be-12 aircraft in Crimea
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი
ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა
Soldiers capture Russian mercenary from Colombia
Sappers deactivate Russian drone that fell on ice of Kyiv Reservoir

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი

21.02.2026 ნახვები: 180

საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების პასიურ ობიექტად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, საქართველო რუკიდან გამქრალია და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. რუკიდან გაქრობა საქართველოსთვის როგორც რეგიონში, ისე რეგიონის მიღმა, თავისი ისტორიული როლის გაქრობას ნიშნავს. რუსეთი კვლავ ჩვეულ სტილში იქცევა. ის აკონტროლებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ კანონებსაც, რომლებსაც იღებენ. სანქციების გვერდის ავლაც უფრო ხშირი გახდა. ისინი ქართულ პორტს რუსული ნავთობისთვის იყენებენ, რაც საბოლოოდ ევროკავშირის მიერ იდენტიფიცირებულია. რუსეთი ბოლომდე არასდროს დაკმაყოფილდება, მაგრამ მან იპოვა ახალი სტრატეგია იმისა, თუ როგორ გააკონტროლოს სახელმწიფო უკრაინის მსგავსი ძვირადღირებული სამხედრო შეჭრის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რა სურს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გააკეთონ, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნონ“.

„ვნახეთ, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები და მზად არის ისინი ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს. თუმცა, არის დამატებით რაღაცები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. საქართველოში არსებული ვითარების უკეთ წარმოსაჩენად, მხარი უნდა დაუჭირონ იმ დიპლომატებს, რომლებმაც თანამდებობა ევროპულ გზაზე სვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პროტესტის გამო დატოვეს. შეიძლება ამ ადამიანებს ბრიუსელში ანალიტიკური ცენტრის შექმნაში დაეხმარონ, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივაზე იმუშაონ, როგორც კი ქვეყანა სწორ გზაზე დაბრუნდება. ასევე, მხარდაჭერა უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის და ახალგაზრდა სტუდენტებისთვის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა