მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა თავი მოიკლა
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანზმა შეთანხმება უნდა გააფორმოს -,თუ ეს არ მოხდება, ცუდი რაღაცები მოხდება
ჩარლზ III მისი ძმის დაკავებაზე - კანონი უნდა აღსრულდეს
ელისო კილაძე - მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება - საქმეში ჩემი დანაშაულია, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი
ვალერი გელბახიანი - ელისო კილაძემ მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას, მიაჩნია, რომ დასკვნა არასწორია ან ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
Russia loses 830 soldiers in war against Ukraine over past day
Occupation authorities in Crimea treat Latin-letter signs as 'hostile'
Lubinets urges government to regulate procedures for mandatory evacuation of children

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანზმა შეთანხმება უნდა გააფორმოს -,თუ ეს არ მოხდება, ცუდი რაღაცები მოხდება

19.02.2026 ნახვები: 180

ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი შეთანხმებას არ გააფორმებს, “ცუდი რაღაცები” მოხდება.

“შეიძლება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწიოს, შეიძლება არა. შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ. სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა მტკიცებულებაა იმისა, რომ მტკიცე ლიდერობით არაფერია შეუძლებელი…

ახლა ირანის დროა შემოგვიერთდეს გზაზე, რომელიც შეასრულებს იმას, რასაც ვაკეთებთ. და თუ შემოგვიერთდებიან, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ შემოგვიერთდებიან, ეგეც შესანიშნავი იქნება, მაგრამ ძალიან განსხვავებული გზა იქნება. არ შეიძლება მთლიანი რეგიონის სტაბილურობის მიმართ მუქარები გააგრძელონ, და შეთანხმება უნდა გააფორმონ…

ცუდი რაღაცები მოხდება, თუ ეს არ მოხდება”, - განაცხადა ტრამპმ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა