რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი
Alpha FPV interceptors destroy more than 300 Russian Molniya drones in one month
Russian court sentences nine Ukrainian prisoners in one week – media
Specialists destroy remains of Russian glide bomb in Kramatorsk
Ukrainian citizen killed in Berlin
Deserted from military unit: Ukrainian Armed Forces brigade detains Russian GRU mole
Ukroboronprom signs agreement with leading Saudi company
Despite Russian attacks, Kyiv manages power outages as Ukraine boosts energy recovery – Shmyhal

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკბებზე - ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან მოგვიწევს მკაცრი ზომების მიღება

11.02.2026 ნახვები: 184

აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე საავიამზიდო მოიერიშე ჯგუფის გაგზავნას განიხილავს ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებისთვის რომ მზად იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან მოგვიწევს მკაცრი ზომების მიღება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას მომავალი კვირისთვის ელოდება.

„ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთიც გაიგზავნოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევის სურვილი აქვს და სამხედრო საფრთხის შემდეგ ბევრად უფრო სერიოზულად არის ჩართული პროცესში. მისივე თქმით, გასული წლის ივნისში ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ „მოლაპარაკებები ძალიან განსხვავებულია“.

„ჩვენ შეგვიძლია ირანთან შესანიშნავი შეთანხმების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეთანხმება არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, არამედ ირანის ბალისტიკური რაკეტების მარაგსაც უნდა ეხებოდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა