რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი
Alpha FPV interceptors destroy more than 300 Russian Molniya drones in one month
Russian court sentences nine Ukrainian prisoners in one week – media
Specialists destroy remains of Russian glide bomb in Kramatorsk
Ukrainian citizen killed in Berlin
Deserted from military unit: Ukrainian Armed Forces brigade detains Russian GRU mole
Ukroboronprom signs agreement with leading Saudi company
Despite Russian attacks, Kyiv manages power outages as Ukraine boosts energy recovery – Shmyhal

ჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს

11.02.2026 ნახვები: 183

ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას იქ, სადაც ადრე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კონფლიქტებისა და ომების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, არის ორი ხალხის ერთად მუშაობა მეტი კეთილდღეობის მისაღწევად.

ვენსის მტკიცებით, „ტრამპის მარშრუტი“ აზერბაიჯანისთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ბუნებრივი რესურსების ექსპორტი უფრო გამარტივდება. ვენსის თქმით, ეს პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობას სტიმულს მისცემს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ეს ოფიციალურად დაადასტურებს პარტნიორობას და ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები გაგრძელდება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ორივე ხალხისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის განახლება არ მოხდეს, ხალხებს შორის კონტაქტები დავამყაროთ და ამ გზით გვსურს წინსვლა. ჩვენ გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს“, – აღნიშნა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენიტის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს დიდი ხნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა. ჩვენ ოპერაციები რთულ პირობებში ჩავატარეთ და იმ დროს ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით“, – თქვა ვენსმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოეწერა ხელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა