ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ პსჟ-ს გოლით დაუბრუნდა და „მარსელთან“ ლიგა 1-ის შეხვედრის დამაჯერებლად მოგებაში თავისი როლი ითამაშა – 5:0.
მატჩის გმირი უსმან დემბელე იყო, რომელმაც ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, 37-ზე კი დუბლი შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, ლიგა 1-ის 21-ე ტურში შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.
მან პირველივე რეალური შანსით ისარგებლა – 64-ე წუთზე უსმან დემბელემ ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში მოძებნა და ხვიჩამ ძლიერი და ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე კან-ინ ლიმ დააფიქსირა.
ლიგა 1-ში გამართული 21 ტურის შემდეგ პსჟ-მა 51 ქულა დააგროვა, „ლანსს“ (49) გადაასწრო, ხოლო „მარსელთან“ (39) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ერთპიროვნულად გალიდერდა.