IPN - „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია
War update: 133 engagements on front line over past day, Defense Forces halt 29 assaults in Pokrovsk sector
Air defense forces shoot down 156 of 183 Russian drones
Russia loses 770 soldiers in war against Ukraine over past day
Russian nighttime drone attack on Kyiv leaves two injured
Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year

IPN - „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია

05.02.2026 ნახვები: 171

ეუთო “მოსკოვის მექანიზმით” გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია, - ამის შესახებ ეუთოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამია.

სააგენტომ აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების საკითხზე ეუთოს რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორც ეუთოში განმარტავენ, „მოსკოვის მექანიზმის“ პირობების შესაბამისად, ექსპერტები მუშაობას მათი დანიშვნიდან უმოკლეს ვადაში დაიწყებენ და აქტივობებს წინასწარ, მექანიზმით განსაზღვრული დროის მონაკვეთში განახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, “მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტული დრო ახლა ზუსტდება“.

„მოსკოვის მექანიზმის“ შესაბამისად, მისია დაკომპლექტებული იქნება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, რომლებსაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები ეუთოს შესაბამისი პროცედურების მიხედვით შეარჩევენ. ექსპერტების მისიის მასშტაბი განისაზღვრება „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების კონკრეტული პირობებით“, - ნათქვამია ეუთოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნი პასუხში.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ მისი ჩამოყალიბების მომენტიდან 17-ჯერ არის ამოქმედებული სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ პრობლემებთან მიმართებით.

„აქედან საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან არსებული მდგომარეობაზე ფოკუსირებით, ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების შესწავლის მიზნით ეუთოს 23 მონაწილე ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება აღნიშნული მექანიზმის გამოყენების უკანასკნელი შემთხვევა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ეუთო არ საუბრობს, კონკრეტულად რა ფაქტები გახდა საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების რეალური საფუძველი და აღნიშნავს, რომ „როდის და რა ფორმით მოხდება მექანიზმის გააქტიურება, მთლიანად ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებზეა დამოკიდებული“.

ცნობისთვის, ეუთომ საქართველოს შემთხვევაში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ განცხადება 29 იანვარს გაავრცელა. იანვრის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს 24-მა მონაწილე ქვეყანამ გაააქტიურა, თუმცა „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში ექსპერტთა მისიის გამოგზავნას 23 ქვეყანა შეუერთდა. ეუთო არ ახსენებს ბოსნია და ჰერცეგოვინას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას საქართველო 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 5 შემთხვევაში შეუერთდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა