სკოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
ქეთევან ხუსკივაძე - აკადემიური საბჭოს სხდომა იყო იმ ტიპის სხდომა, როგორიც საბჭოთა კავშირში იმართებოდა - ჯაბა სამუშიას არ აქვს კითხვები, თქვა, რომ სახელმწიფოს ჰქონია უფლება, უნივერსიტეტები გააერთიანოს
თსუ-ს პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს
Russia loses 850 soldiers in Ukraine war over past day
Ukrainian border guards destroy two Russian reconnaissance drones in Sumy region
Melnyk speaks about his first protest at UN over disagreement with Russian narratives
SBU exposes three pro-Russian agitators in different regions of Ukraine
Zelensky announces significant foreign policy activity in February

სკოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

02.02.2026 ნახვები: 180

სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია. “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს - 12 წელი.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულო იქნება.

ამავე პროექტის მიხედვით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება.

გარდა ამისა, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა