Russia loses 850 soldiers in Ukraine war over past day
Ukrainian border guards destroy two Russian reconnaissance drones in Sumy region
Melnyk speaks about his first protest at UN over disagreement with Russian narratives
SBU exposes three pro-Russian agitators in different regions of Ukraine
Zelensky announces significant foreign policy activity in February
Ukrainian Defense Ministry to publish Starlink registration instructions for Ukrainian users
Trump says India can buy oil from Venezuela instead of Iran
Azov Corps responds to court ruling on transferring land for memorial cemetery

ჯო უილსონი - ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად

02.02.2026 ნახვები: 202

მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

ჯო უილსონი სოციალურ ქსელში გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ სტატიას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე“.

„აღმაშფოთებელია! მაშინ, როდესაც უკრაინელები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან, ახალი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი ქართულ პორტებს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სათამაშო მოედნებად. სისხლიანი ნავთობის გადატანის მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის გათიშვა ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაა“, - წერს უილსონი X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა