საგამოძიებო სამსახური - ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება - გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე
Firefight continues in Myrnohrad center — AFU
Russian army strikes Sumy region nearly 60 times in 24 hours, casualties reported
Air Defense Forces neutralize 135 of 165 Russian drones
Emergency power outages introduced in several regions – Ukrenergo
War update: 103 clashes on frontline over past day, 33 attacks repelled in Pokrovsk sector
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 820 over past day
ლინდსი გრემი - ვლოცულობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა ამ სახიფათო დროს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

კირ სტარმერი - ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ჩინეთის იგნორირებაც იქნებოდა სისულელე

27.01.2026 ნახვები: 212

ჩვენ აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანს არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პეკინში ვიზიტამდე სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ იქნება იძულებული, აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანი გააკეთოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა შეუძლია დონალდ ტრამპის გაღიზიანების ან აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების გარეშე.

„ხშირად მთხოვენ, უბრალოდ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო. მე ამას არ ვაკეთებ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ „მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე“, რომლებიც პეკინში ვიზიტმა ბრიტანული ბიზნესისთვის უნდა მოიტანოს.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ეს გვინდა და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან ერთად. ანალოგიურად, სისულელე იქნებოდა უბრალოდ ქვიშაში თავის ჩამალვა და ჩინეთის იგნორირება, როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და არსებობს ბიზნესშესაძლებლობები“, – აღნიშნა სტარმერმა.

კირ სტარმერი ჩინეთში ვიზიტით 28-31 იანვარს ჩავა. უკანასკნელად ჩინეთში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რვა წლის წინ იმყოფებოდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა