ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ქვემო ქართლი / Kvemo Kartli

03.09.2022 | 19:08 ნახვები: 1767

ქვემო ქართლი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, შემოსაზღვრულია თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთით _ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დასავლეთით _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, სამხრეთით კი _ სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი რუსთავია.

ეს მხარე უდიდეს წარსულს ინახავს. ასე მაგალითად, ქვემო ქართლში აღმოაჩინეს 1 800 000 წლის პირველი ევროპელები _ ზეზვა და მზია. აქ არის ძვ. წ. IV ათასწლეულის საყდრისის ოქროს მაღაროც. ქვემო ქართლი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძალიან საინტერესო კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებით, ტყეებით, ტბებით, მინერალური და თერმული წყლებითა და კურორტებით.
ქვემო ქართლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერაცაა _ სწორედ ამით აიხსნება ამ მხარეში ეკლესია-მონასტრების სიუხვე.
მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ქვემო ქართლი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ ულამაზეს კანიონებს, ჩანჩქერებს, ალპურ მდელოებსა და ფერად-ფერად უდაბნოშიც იმოგზაურებთ.

-----

Kvemo Kartli is located in eastern Georgia and it is confined by the ridges of Trialeti, Javakheti and Bambak-Yerevan. It is bordered by Kakheti on the east, Shida Kartli and Mtskheta-Mtianeti on the north, Samtskhe-Javakheti on the west, Armenia and Azerbaijan on the south. Rustavi is the administrative center of Kvemo Kartli. It also includes six administrative units: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli and Tsalka.
This area has a long history starting from prehistoric times to nowadays. The first Europeans, 1,800,000 years old, named Zezva and Mzia, were discovered in Kvemo Kartli. The Gold mine of Sakdrisi dated by the IV Millennium B.C. is also here. Kvemo Kartli is rich with many interesting cultural monuments, beautiful and diverse nature, forests, lakes, mineral and thermal waters and resorts.
Kvemo Kartli is rich with great culture, numerous archaeological sites, churches, monasteries and castles. Along with its rich cultural heritage, Kvemo Kartli is also distinguished for its natural beauty. You can find beautiful canyons, waterfalls, alpine meadows and even colorful deserts in Kartli region.

ფოტო/Photo; shutterstock

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა