დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება

04.25.2024 | 18:25 ნახვები: 259

უმძიმესი რეალობის წინაშე დავდექით ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ - ფაქტობრივად, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა და განაცხადა, რომ ყველაფერი ბოლომდე არ არის დაკარგული და ჯერ კიდევ არის შანსი იმის, რომ კანონი გაიწვიონ და „უმძიმესი ვითარება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით თავიდან ავირიდოთ“.

„რუსული კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ევროკავშირისთვის, პირდაპირ არის საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თუ ამ კანონის განხილვა გაგრძელდება, საერთოდ შეჩერდება ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი და უფრო მძიმე, რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას და ბევრ იმ საკითხს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან მიმართებით.

ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს: ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ არის შანსი იმის, რომ თქვენ ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიოთ უკან და როგორც მინიმუმ ეს უმძიმესი ვითარება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც ახლა დგას და სადაც საქართველო აღმოჩნდა, ავირიდოთ თავიდან. ხომ ხედავთ, რომ რუსული კანონი და ევროკავშირი არის შეუთავსებელი ერთმანეთისთვის, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, ჩვენს ისტორიას, აწმყოს და მომავალს, რომ რა გააკეთეთ? აირჩიეთ გზა, რომელიც არ არის ქართველი ხალხის არჩევანი? რომ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ წახვედით? დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდით უბრალოდ რას გაძალებთ და რას გაკეთებინებთ ეს ადამიანი, ივანიშვილ ბიძინად წოდებული. უბრალოდ დაფიქრდით, რა მდგომარეობაში აგდებთ ქვეყანას, დაფიქრდით ხვალ და ზეგ ქუჩაში გამოსვლის ხომ არ შეგრცხვებათ თუ გააგრძელებთ ასეთ მსახურებას?! მერწმუნეთ, რომ უკან დახევა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სირცხვილი. მე მოვალ და ყველას ხელს ჩამოგართმევთ, მადლობასაც გეტყვით, ვინც ამას გააკეთებთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს ინტერესები დევს ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ.

მინდა მივმართო საზოგადოებას: ჩემო კარგებო, ისე როგორც არასდროს, დღეს უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანები. ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს ევროკავშირში უნდა იხილებოდეს საქართველოს დახმარებები, ის მილიარდები, როგორ უნდა განაწილდეს, რომელსაც ელოდება სოფელი, ქალაქი, ახალგაზრდა თუ დიდი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაგი მტრის რუსულმა კანონმა ჩვენ სრულად სხვა რეალობა გაგვითენა. ამიტომ, ძალა ერთობაშია! რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ვიყოთ ერთად“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა.

რა შესწორებებით იქნა რეზოლუცია საბოლოოდ მიღებული, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ევროპარლამენტს შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე არ გაუვრცელებია, თუმცა რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა