უკრაინის თავდაცვის მინისტრი - პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას
CNN - სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა
სალომე სამადაშვილი IDU-ის რეზოლუციაზე - საქართველოსა და ქართველი ხალხის დახმარების ყველაზე კარგი გზა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური ინფრასტრუქტურის სანქცირებაა
18-19 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება
მარკო რუბიო - მკვლელობები უნდა შეწყდეს
სამედიცინო ექსპერტი - ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა
პეტერ ფიშერი - თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი
დონალდ ტრამპი პუტინთან შევხვედრას გეგმავს

მარკო რუბიო - მკვლელობები უნდა შეწყდეს

16.05.2025 ნახვები: 213

აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დასრულების მნიშვნელობა განიხილეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომ „მკვლელობები უნდა შეწყდეს“.

შეგახსენებთ, სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის - საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა