Russia keeps imposing propaganda, disinfo on residents of occupied areas - watchdog
Ukrainian guards hit Russian drone operators’ base near Vovchansk
Not only SAMs: British Defense Minister dwells on aid to Ukraine
Border guards show how they destroy enemy in Soledar direction
Partisans record movement of Russian military vehicles in Mariupol
Guerrillas report logistical problems with occupiers in Crimea
Iran's Supreme Leader issues statement over presidential helicopter crash
პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

სახალხო დამცველი - ადამიანების დევნა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს

05.09.2024 | 11:57 ნახვები: 249

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი გაეცეს და ასეთმა შემთხვევებმა მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე არ მიიღოს, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა