CNN - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის
თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გოჩა მირცხულავა?!
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული
სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს

ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე

05.09.2024 | 11:55 ნახვები: 267

არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე - ყველანაირ თავდასხმას ვგმობ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

„გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.

„რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე და თქვენს კოლეგებზე. მე არ მინახავს თქვენს ეთერში, რაც „პოსტივის“ ჟურნალისტს გაუკეთეს დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ - „ბატონო ვახტანგ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტზე {ზეწოლა იყო}“. მარტო ცალ მხარეს ნუ ხართ. ყველანაირ თავდასხმას ვგმობ!“ - განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაური „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა სხვა პირებიც, მათი დაკავებაც მოხდა.

„რაც შეეხება დაკავებულებს, იცით, რომ ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, მათი დაკავება მოხდა. სასამართლოში განჩინება ავიღეთ და დავაკავეთ. გამოძიებას ვაგრძელებთ, ძალიან ზღვა კადრებს ვამუშავებთ, ასევე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოხდება, სხვა პირების“, - აღნიშნა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა