შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ამინდი 3 მაისს
არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ

გიგი უგულავა - 29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან

04.22.2024 | 20:55 ნახვები: 273

ჩვენ უნდა დავანახოთ მათ ჩვენი ძალა, 29 აპრილს აქვთ აქცია? შევიკრიბოთ კვირას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, მმართველ გუნდს სურს, აჩვენოს, თითქოს არსებობს ორი მხარე და თვითონ წესრიგს უზრუნველყოფს.

„29-ში დავსხდეთ და ვნახოთ, ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ დაიცლებიან გამგეობები, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები საბავშვო ბაღში ან სკოლებში მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, როგორ მოაოხრებენ ქალაქს. ჩვენ ხომ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ ეს, მერე სამი დღეს ქალაქი სუფთავდებოდა. ხელისუფლებას ახლა უნდა, გადგეს განზე და თქვას, ხალხი ისეთიც არის, ასეთიც არის და მე წესრიგს უზრუნველვყოფ. არსებობს ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ეს კანონი არის რუსული მარკერი და ამას აპროტესტებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, თორემ ამას „ქართული ოცნება“ არჩევნებზეც ნახავს“, – განაცხადა უგულავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა