21 მაისამდე საქართველოში შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - უცნობი ბანდის წევრები ნიღბებით მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
Enemy keeps one warship in Black Sea
Russia’s invasion force loses 1,410 personnel in Ukraine over past day
CoE firmly supporting Ukraine - Baerbock
New U.S. defense aid to change battlefield situation - State Dept
Drone attack reported in Russia’s Belgorod region
UN experts foresee moderate growth of Ukrainian economy in 2024

"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ

05.03.2024 | 00:00 ნახვები: 293

არა რუსულ კანონს - ემიგრაციიდან საქართველოს მოქალაქეები სპეციალურად ანტირუსულ აქციაზე დასასწრებლად ქვეყანაში დაბრუნდნენ.

"პირველებთან" ცოლ-ქმარი ამბობს, რომ დუბაიდან დაბრუნდნენ, რადგან არ სურდათ შორიდან ტელეეკრანებთან ენახათ, რა ხდება ქვეყანაში - ამბობენ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას ქვეყანა.

ახლა ვდგავართ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, ბიძაჩემის სახელიც წერია აქ და ადამიანმა, რომელიც 32 წლის ასაკში შეწირა თავის სიცოცხლე, მოკვდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, შეუძლებელია, რომ ჩვენ დღეს აქ აარ ვიყოთ და მართლა მგონია, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა რუსეთისგან, დავამარცხოთ ეს რუსული მთავრობა და არა რუსულ კანონს, აუცილებლად, ყველა უნდა გავერთიანდეთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ბევრად უფრო რთულია ამ ყველაფრის შორიდან ყურება, ღამეები არ გვეძინა, რომ ჩამოვედით აღარ ვნერვიულობთ, რომ ვუყურებთ ამხელა ძალას, მგონია, რომ ვერ გათვალეს, საერთოდ ქართველი ხალხი ვინ არის, რა ამოძრავებს ამ ახალგაზრდობას. ყველა აქ ვიქნებით, უფრო მეტი ხალხი ჩამოვა... ეს ყველაფერი გამარჯვებით დასრულდება ქართველი ხალხის," - ამბობს ერტ-ერთი მოქალაქე. 

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა