არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ
"პრემიერ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე" - აშშ-ის სახდეპის მრჩეველი
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა
მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით - ისინი აჩვენებენ ურყევ სიმამაცესა და ერთგულებას თავისუფლების მიმართ - სანდუ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა
11 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება
"აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო"- სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომელს აქციებში მონაწილეობისთვის უსაყვედურეს და მან სამსახური დატოვა

არმაზ ახვლედიანი შს მინისტრს - ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?

04.19.2024 | 16:04 ნახვები: 245

ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი? - ამ შეკითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართა.

მისივე თქმით, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ახალისებენ ძალადობას, ქმნიან ძალადობრივ გარემოს, როდესაც ძალადობა დასაშვებია სახელმწიფო ინსტიტუციებში.

„ყოველგვარ ძალადობას აქვს საწყისი. კარგად ვხვდები, რომ ადამიანის ბუნებაშია ძალადობა და გომელაურს ჩვენ ვერ დავაბრალებთ ყველა ტიპის ძალადობას. ეს თქვენი ბრალი ვერაფრით იქნება, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ არსებობენ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ახალისებენ ძალადობას, რომლებიც ქმნიან ძალადობრივ გარემოს, როდესაც ძალადობა დასაშვებია სახელმწიფო ინსტიტუციებში და ეს შემდეგ შეიძლება გადავიდეს საზოგადოებაში, ქუჩაში და სხვაგან. აბა, რა ჰქვია იმას, რასაც ვხედავთ ამ მოწვევის პარლამენტში, დღიდან დღემდე, სესიიდან სესიამდე, საკომიტეტო სხდომიდან სხდომამდე, როცა ძალადობა არის გაფურჩქნილი? ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა, ყოველთვის, პირველსავე შესაძლებლობაზე, მოძალადეს აუცილებლად დავგმობ. იქნება ის ოპოზიციის მხრიდან თუ უმრავლესობის მხრიდან, გამართლება არცერთ შემთხვევაში არავის აქვს, მაგრამ არსებობს ძალადობის კიდევ სხვა, უფრო მზაკვრული სახე და ფორმა, ეს არის მორალური ძალადობა, მორალური ტერორი, როცა დღისით, მზისით, მთელი ქვეყნის გასაგონად და დასანახად, აქ პარლამენტის ხდომათა დარბაზში ისე შეეჩვია მავანი ბილწსიტყვაობას, მგონია, რომ საკუთარ სამზარეულოშია, თუმცა წესიერმა ადამიანმა არც იქ უნდა იკადროს.

პარლამენტის თავმჯდომარეს მოვუწოდებდი, იმის გამო, რომ ის არ იყენებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, არ რეაგირებას ძალადობის ამ ფაქტებზე, ძალადობა არის წახალისებული საქართველოს პარლამენტში და ეს აისახება სხვა სივრცეებშიც და სხვა პროცესებზეც. თქვენთვის ნორმალურია ბილწსიტყვაობა, არ მახსენდება რომ დაგმეთ. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ბილწსიტყვაობდეს და ძალადობდეს ის, ვის ხელშიც არის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება, რომ იცავდეს კანონს, წესრიგს, საზოგადოებრივ წესრიგს - ვსაუბრობ პოლიციელებზე. ის რაც ჩვენ ვიხილეთ დეპუტატ ელისაშვილის წინააღმდეგ, არის სამწუხარო, მაგრამ პირდაპირი დასტური. ჩვენ ვნახეთ ეკრანზე, რომ დღისით, მზისით, ყველას თანდასწრებით, მოქალაქეზე, პარლამენტის წევრზე ძალადობს პოლიცია. არ ვიცი, რა გამოძიებას ჩაატარებს შესაბამისი უწყება, მაგრამ ის რაც ვიხილეთ ჩვენ, იხილეთ თქვენც და უნდა გითხრათ, რომ გამოძიების გარეშეც, როგორ მინისტრს გაქვთ უფლებამოსილება, რომ შესაბამის თანამდებობის პირებს მოსთხოვოთ პასუხი. ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი?

ამ ფონზე, თქვენ სამაგალითოდ სჯით ადამიანს, რომელსაც იცავს იმუნიტეტი და ეუბნებით სხვებს და უპირველესად ახალგაზრდებს, რომ ისინი უფრო მეტად დაისჯებიან“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა