Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონდმებლობას

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ

04.18.2024 | 14:38 ნახვები: 109

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ჩვენ Patriot-ები გვაქვს, ანტისარაკეტო სისიტემები გვაქვს. ჩვენ ისინი საწყობებიდან უნდა გამოვიტანოთ, სადაც ისინი ყოველი შემთხვევისთვისაა განთავსებული და უკრაინაში გავგზავნოთ, სადაც ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემების გარეშე უკრაინის ელექტროსისტემა განადგურდება და ასევე, ევროპა მხოლოდ აშშ-ს არ უნდა დაეყრდნოს.

„ჩვენ მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და იმის თქმა, რომ „აშშ ამას გააკეთებს“ შევწყვიტოთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა