სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners

ალეკო ელისაშვილი - კარგი, გულიანი ნაცემი ვარ

04.18.2024 | 14:35 ნახვები: 242

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

„კორექტული ჯაჯგური" გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და "ბათინკებს" ვხედავდი. ასეთი "კარგი" ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა. ამის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს მე და ერთი დაკავებული მომიტინგე, დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერებული ვყავდით და ბოლოს მიგვიყვანეს დიდუბეში, წერეთლის პოლიციის სამმართველოში. იქ რამდენიმე საათი ვიყავი, ოქმები შეადგინეს, ამ დროს ლევან იოსელიანიც მოვიდა და მალე წამოვედით. მერე მე წავედი კლინიკაში იმიტომ, რომ მთელი სხეული ძალიან მტკიოდა. თავის ტომოგრაფია, რენტგენი გადავიღე. "კარგი გულიანი ნაცემი ვარ. ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობდი,ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი და ნეკნი მაქვს მოტეხილი. სახლში ვარ, მხნედ, შეუპოვრად ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, არა რუსულ კანონს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა