სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners

ევროპარლამენტარები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

04.18.2024 | 13:19 ნახვები: 237

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. ჩვენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოვუწოდებთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს არ უღალატონ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლონ.

ჩვენ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებით შეშფოთებულები ვართ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის განურჩევლად გამოყენების გამართლება არ შეიძლება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და ძალადობის ესკალაცია თავიდან აიცილოს.

ჩვენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა