გმირთა მოედანზე, ვარაზის ხევის მიმდებარედ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვგმობ დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას
ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის - ბუდუ ზივზივაძე
Anonymous ამბობს, რომ შსს-ს ვებგვერდი გათიშა
არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე, სანაპიროსკენ მიმავალი გზაც გადაკეტეს
ეკა ბესელია - როცა ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია
თამარ კორძაია - საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას კონსტიტუციიდან გასვლას არ აპატიებენ

"ყველა ამ აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელია" - მედვედევi

04.17.2024 | 14:37 ნახვები: 277

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ამაში აშშ-ის ხელი ურევია.

მედვედევის ტელეგრამ არხზე გავრცელებული განცხადება, "ოცნების" რიტორიკის მსგავსია: 

"თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში ქუჩის შეტაკებებსა და ხალისიან ქართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს. ყველა ამ აქციის უკან არის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი.

მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა." ,- წერს მედვედევი და აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღებას ყირგიზეთში ერთი თვის წინ, დასავლეთიდან  მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა