არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პრემიერ-მინისტრმა გამაცნო მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
პრემიერი - თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა
დუგინი "ოცნებას" ისევ აქებს - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს
გიორგი ვაშაძე - ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე
ლევან ხაბეიშვილი - „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს
ლაზარე გრიგორიადისი - სრულიად მოულოდნელად დამაკავეს, შემითრიეს - მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის - ბუდუ ზივზივაძე

05.02.2024 | 20:28 ნახვები: 331

"ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო", - წერს სოციალურ ქსელში ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა