აშშ-ის ელჩი - შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა
რობინ დანიგანი - საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე
მაიკლ როთი - თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია
გაერთიანებული სამეფოს საელჩო - საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს!
გიტანას ნაუსედა - საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
აშშ-ის საელჩო - საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
რომან გოცირიძე - მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო
საფრანგეთის საგარეო უწყება - საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს

04.17.2024 | 11:42 ნახვები: 248

გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ და მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გამძლეები უნდა გავხდეთ, ზოგადად, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება და ნატო-ს მიმართ უნდობლობის გაღვივება წარმოადგენს.

„ასევე, პუტინს სურს და ეს მისი მუდმივი მცდელობაა, რომ ჩვენსა და ჩვენს მოკავშირეებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს და თავისუფალი დასავლური საზოგადოებები დაყოს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა