არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პრემიერ-მინისტრმა გამაცნო მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
პრემიერი - თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა
დუგინი "ოცნებას" ისევ აქებს - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს
გიორგი ვაშაძე - ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე
ლევან ხაბეიშვილი - „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს
ლაზარე გრიგორიადისი - სრულიად მოულოდნელად დამაკავეს, შემითრიეს - მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ

მაიკლ როთი - თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია

05.02.2024 | 18:22 ნახვები: 242

სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება, თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მანამ, სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება მხდალი სულების, ლაჩარი ადამიანებისა და ნაციონალისტების გამო. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე ის მშვიდობიანი დარჩეს! დაე გაჩერებული იყოს აგენტების კანონი”, - წერს როთი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა