იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი სახალხო დამცველის აპარატში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს

04.16.2024 | 20:22 ნახვები: 202

სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.

როგორც მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, ამის მიზეზი არის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც უკვე მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიას შესვლა შეზღუდული აქვს.

ონლაინ გამოცემის რედაქტორები და ჟურნალისტები მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება დისკრიმინაციულად დადგინდეს.

„შალვა პაპუაშვილის უკანონო ბრძანებით, ორი დღის განმავლობაში არ გვიშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ბატონი პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული, ის გვდევნის ონლაინ მედიას იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" რუსული ნარატივისგან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს "რუსულ კანონთან" მიმართებით. ამიტომ, ონლაინ მედიის რედაქტორებმა გადავწყვიტეთ და 6-ის ნახევარზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიტანთ საჩივარს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. მოვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას უმოკლეს ვადებში, რათა მუშაობის განახლების შესაძლებლობა მოგვეცეს",-განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევიდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა