ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს
ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
შალვა პაპუაშვილი - უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა
U.S. focused on backing Ukraine’s defenses - White House
Russia’s combat losses in Ukraine up by 1,520 in past 24 hours
At UN, Ukraine shares experience of strengthening resilience in face of cyberattacks
Members of Putin ally’s propaganda ring nabbed in Kyiv

ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

04.29.2024 | 17:45 ნახვები: 205

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უცოდინრები უწოდა. „არავის არაფერი წაგიკითხავთ, ერთი კითხვა არ გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოდის. მოღალატეები და თან უცოდინრები. ვდგავართ მეოთხე მუხლზე, მაქვს კიდევ ბევრი შეკითხვა, მეხუთე მუხლზე - მონიტორინგთან დაკავშირებით, ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე რუსული სტანდარტია. ამდენი ხანი ხომ კითხულობდით, რომელი მუხლია რუსულიო, რომ გითხარით ყველა მუხლი რუსულია, აღარ მოგწონთ ხომ?! მომეცით შესაძლებლობა! მოღალატეები ხართ და თან უვიცი მოღალატეები ხართ!" - განაცხადა ბოკუჩავამ.

„შეურაცხყოფას ნუ აგრძელებთ დეპუტატების, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“,- მოუწოდა ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას, თეონა აქუბარდია კი, რომელიც ბოკუჩავასთან ერთად იყო პოლემიკაში ჩართული, გააფრთხილა, რომ რეგლამენტის დარღვევის გამო გააძევებდა.

საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიაც გააძევა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"უმრავლესობის ერთი წევრი სიმბოლურად მაინც გაგეფრთხილებინათ, ყველა კანონმორჩილები როგორ ხართ და დამრღვევები ოპოზიციაში ვართ?! თქვენ განხილვა არ გაინტერესებთ, თქვენ გინდათ ამ კანონის მიღება, ვალდებულები ხართ. პასუხს აგებთ, რასაც აკეთებთ, ისტორიის წინაშე. ერთი მოკავშირე არ გყავთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

იქამდე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი დავითურიც გააძევა.

ცნობისთვის, ჯამში ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ, ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა