იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

გიორგი ვაშაძე მდინარაძეს - ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? - ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ, რა გაქვთ ამისთანა ვალი?

04.16.2024 | 19:45 ნახვები: 262

ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი, - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ეუბნება, რომ ამ კანონს მათთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ რუსები იწონებენ.

„ერთი რამ მართლა არ მესმის. ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი. როცა შენი ყველა მეგობარი გეუბნება, რომ ამ კანონით შენი ადგილი არ არის ჩვენს სამეგობროში და შენი მტერი, დუგინის სახით, გეუბნება, რომ „ყოჩაღ ბიჭებო, აქეთ იხსნება თქვენი გზა“, აი, ეგ არის არჩევანი, რასაც აკეთებთ, მამუკა. ამიტომაა ეს კანონი რუსული. საფრანგეთის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ფრანგული ამ კანონს არ აქვს. ამერიკის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ამერიკული ამას არ აქვს, ბრიტანეთის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ბრიტანული ამას არ სცხია, ბრიუსელი გეუბნება, ქართველი ხალხი გეუბნება, რომ არაფერი ქართული ამ კანონს არ აქვს. რა გინდათ, გამაგებინეთ, ხალხო. ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ ასეთს? რა გაქვთ ამისთანა ვალი, ბიჭო, ჩვენ გადაგიხდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა