სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners

ნიკა გვარამია - აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ

04.16.2024 | 19:45 ნახვები: 264

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ, გამართულ აქციაზე პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისულიყვნენ, საიდანაც დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა დაელაპარაკონ მათ.

„დღეს აქ [პარლამენტის უკანა შესასვლელი] ვიდგებით, იმიტომ, რომ თუ მიიღებენ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ. აქ არიან ადამიანები, მათ შორის „ახალის“ წევრები, რომლებმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა და დაელაპარაკონ, არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, რადგან ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება.

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ“,- განაცხადა გვარამიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა