სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners

ანალენა ბერბოკი ევროკავშირს ირანის მიერ წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სანქციების მიღებისკენ მოუწოდებს

04.16.2024 | 18:00 ნახვები: 239

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევროკავშირს ახალი სანქციების მიღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ანალენა ბერბოკის თქმით, ახალი სანქციები ირანის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს.

ბერბოკი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს მან საფრანგეთთან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად აწარმოა კამპანია, რათა გახანგრძლივებულიყო სანქციები, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს ეხებოდა. ევროკავშირის სანქცია კონკრეტულად ეხება დრონების ძრავების ექსპორტის აკრძალვას რუსეთში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რუსეთისთვის დრონების მიწოდება.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ რთულ ვითარებაში გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად იმუშაოს, რათა ხელი შეუწყონ დეესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ცნობილია, რომ ბერბოკი დღეს ისრაელში რეგიონში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ჩავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა