იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

მაიკ ჯონსონმა უკრაინისა, ისრაელის და ტაივანის დახმარებისთვის სხვადასხვა კანონპროექტები წარადგინა

04.16.2024 | 08:47 ნახვები: 225

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, პალატა უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებისთვის და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტებისთვის ოთხ ცალკეულ კანონპროექტს წარადგენს.

მისი პროგნოზით, პალატა კანონპროექტებს პარასკევს უყრის კენჭს.

„მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მკვეთრი მოვლენები, რომლებსაც ყველა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, რათა დაინახოს, როგორ ვრეაგირებთ“, - აღნიშნა ჯონსონმა.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ კანონპროექტებს კენჭი ერთადაც უყარონ.

„განვიხილავთ, გაერთიანდება თუ არა ისინი ერთ პაკეტში, რომელიც გაიგზავნება სენატში, თუ ის როგორც ინდივიდუალური ზომები, ისე განიხილება. მე, პირადად, უპირატესობას ვანიჭებ ამის ინდივიდუალურად გაკეთებას, მაგრამ საშუალებას მივცემთ ორგანოს, რომ გადაწყვიტოს,” - აღნიშნა ჯონსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა