იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

ისრაელი ირანის თავდასხმას უპასუხებს

04.16.2024 | 08:44 ნახვები: 237

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ქვეყანა უპასუხებს ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას, მაგრამ არ აკონკრეტებს, რა ფორმით განხორციელდება ეს პასუხი.

”ისრაელის ტერიტორიაზე ამდენი რაკეტისა და დრონის გაშვებას პასუხი მოჰყვება,” - განაცხადა ჰალევიმ საჰაერო ძალების სამხრეთ ისრაელში მდებარე ბაზაზე, რომელიც მსუბუქად დაზიანდა თავდასხმის დროს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ომის კაბინეტი გუშინ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მეოთხედ შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა განიხილეს, როგორ უპასუხო ირანს ისე, რომ დაიცვან ზღვარი ესკალაციასა და შეკავებას შორის.

ტელეკომპანია N12 News-ის ცნობით, რამდენიმე საათიანი შეხვედრის დროს განიხილეს ისრაელის მხრიდან რეაგირების რამდენიმე ვარიანტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ირანი მისი ქმედებებით წითელი ხაზი გადაკვეთა, თუმცა არ გამოიწვევს კიდევ უფრო დიდი პასუხი თეირანის მხრიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა