იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

აქციაზე 14 პირია დაკავებული - შსს

04.16.2024 | 00:06 ნახვები: 206

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 14 პირია დაკავებული. გომელაურის უწყების განცხადებით,  აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

შსს-ს განცხადებითვე, "ძალადობრივი ქმედებების შედეგად", დაშავდა ერთი პოლიციელი:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა