იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

შსს მშვიდობიან მანიფესტაციას უსაფუძვლოდ აცხადებს უკანონოდ, პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა | GDI

04.16.2024 | 00:01 ნახვები: 208

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით:

"პოლოციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს. 

მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება." აცხადებს ორგანიზაცია

ზუსტი ციფრი, აქციის რამდენი მონაწილეა დაკავებული უცნობია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მოქალაქეებს პროვოკაციებში ადანაშაულებს.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა