იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

იაგო ხვიჩია - მაშინ, როდესაც შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგიჯდნენ, სერიოზული არ არის

04.15.2024 | 11:42 ნახვები: 239

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ცნობილია – ეს კანონპროექტი თუ გასულ წელს იყო რუსული და მიუღებელი, წელს ვერ გახდება ევროპული და თანამედროვე იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს და ბოლოს გერმანიის კანცლერმა გვითხრა სინამდვილეში, თუ საით მივყავართ ამ კანონს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთი საათი შემიძლია, ვილაპარკო რუსულ კანონთან მსგავსებაზე და ამ თემას არცერთი წინადადებით არ გავცდე. დაწყებული იქიდან, რომ ეს კანონიც და რუსული კანონიც ვრცელდება ერთი და იმავე სუბიექტებზე, ერთი და იმავე საქმიანობაზე და ვრცელდება ერთი და იგივე ფორმით ანუ რეპრესიული ფორმით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, როგორც რუსული კანონი, ისე აქ შემოტანილი კანონი, სინამდვილეში მიემართება ქართულ პოლიტიკაში ამერიკული ფულის წინააღმდეგ და სწორედ ამერიკელებთან ბრძოლა არის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი რუსული კანონის და იმ კანონის, რაც ახლა ჩვენს პარლამენტში იხილება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ელჩების მიმართ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გაიმართოს საჯარო დისკუსია. ოპოზოციონერმა დეპუტატმა პრემიერის შეთავაზებას არასერიუზული უწოდა.

„დებატებს რაც შეეხება ელჩებსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ელჩების გამოწვევამდე შიდა დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გახსნას მისი სახელისუფლო არხები ამ თემაზე საჯარო დისკუსიისთვის და განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. თუ საჭირო გახდა კიდევ დისკუსია ვეღაცებთნ, ელჩებთან თუ სხვებთან, ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც ქვეყნის შიდა დისკუსიები დაკეტილი გაქვს საკუთარ ტელეარხებზე, შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგიჯდნენ, სერიოზული არ არის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა