ნიუ იორკში სროლის შედეგად პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 911-ზე შევიდა შეტყობინება მოპარული მანქანის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციას კი ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება