იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს

04.15.2024 | 10:24 ნახვები: 238

„ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, არ უნდა მიიღონ.

„ეს კანონი ბევრი მიზეზის გამო რუსულია, რადგან რუსულ საქმეს ემსახურება. როცა გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს შესაბამისი კომიტეტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო გეუბნება, ამ კანონით ევროპაში ვერ შეხვალო, შესაბამისად, არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესს არ ემსახურება.

კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, რუსულია. ჩემთვის მთავარია, ქუჩაში ბევრი ქართველი იყოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ბევრი ადამიანის ხმა ესმის, არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, ახლა მისთვის მთავარია, არჩევნებამდე მოგუდოს ყველა ორგანიზაცია.

„ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა. არანაირი გამჭვირვალობა „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს, როცა ეშინია მათ შორის, ონლაინ მედიების, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. გამჭვირვალობა რომ უნდოდეს, ივანიშვილის და ღარიბაშვილის ფინანსებით დაიწყებდა, - აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა