ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გამართა
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

03.28.2024 | 18:43 ნახვები: 239

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინამ ბუნდესვერის მარაგებიდან გერმანიის ქარხნებში წარმოებული 18 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიიღო, ასევე, Leopard-ის ტანკებისთვის ჭურვები, 14 სადაზვერვო Vector-ის დრონი და 30 სადაზვერვო Heidrun დრონი.

ამის გარდა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 5 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Warthog, 6 ყველგანმავალი მანქანა - Warthog, 6 გამნაღმველი მანქანა -WISENT 1, 2 , BEAVER, 3 მანქანა საზღვრის დასაცავად და ა.შ.

დახმარების პაკეტში, ასევე, ნახსენებია SATCOM დაკვირვების სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2,056 Matador ყუმბარმტყორცნი და ა.შ.

გერმანიის მთავრობამ ასევე დახმარების სია განაახლა, რომლის უკრაინისთვის გადაცემაც მომავალში იგეგმება. მასში შედის საბრძოლო მასალა საზენიტო-სარაკეტო Patriot კომპლექსებისთვის, 20 Marder ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა