პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported
Russian army loses 1,124 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 94 combat clashes on front lines in past day

თამარ კორძაია - დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო

03.27.2024 | 13:00 ნახვები: 267

დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი არიან.

„წელიწადზე მეტია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლა აკრძალა. 2023 წლის 14 აპრილს სასამართლოში სარჩელი შევიტანე, რადგან ვალდებული ვარ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება კანონით განსაზღვრული ყველა საშუალებით დავიცვა. დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო. შვიდ თვეში უკვე საქართველოს პარლამენტი არ იქნება და შესაძლოა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არც გვქონდეს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფიქციაა კანონში, რომელშიც წერია, რომ შეგვიძლია, ვინახულოთ ნებისმიერი პატიმარი. პროცესი კი ასე მიმდინარეობდა – შალვა პაპუაშვილმა როცა აკრძალა მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, გარკვევა დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა, რომელმაც ზეპირად მიმართა პაპუაშვილს და მან შესვლა ზეპირად აკრძალა. დავა როცა დავიწყეთ, შემდეგ წერილობითი დოკუმენტები გაფორმდა. სასამართლო, რომელიც დღეს მოსამართლეთა კონფერენციას ატარებს იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია, ერთ წელზე მეტია, სხდომას არ ატარებს. მგონია, ეს ჯაჭვი ნათლად აჩვენებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია, რადგან ყველა ორგანო – უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართული არიან იმაში, რომ პარლამენტის წევრმა მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შეძლოს. კონსტიტუციურად ამის უფლება გვაქვს და ამ უფლებების შეზღუდვა სრულიად დაუსაბუთებლად, სისტემური უწესრიგობით, გააზრებული, დაგეგმილი უკანონობით ხდება“, – განაცხადა თამა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა