რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან
ცივი სამოქალაქო ომი: ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია
No Russian warships on combat duty off Crimea coast
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი
Democrats in U.S. Congress vow to not let ultra-right GOP lawmakers to “take out” Speaker Johnson
ქართველი დიპლომატები - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე
ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

IPN: აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა

03.26.2024 | 14:17 ნახვები: 260

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქცია და წნევის ვარდნა, რაც სამკურნალო პროტოკოლის მიხედვით ნორმალურია.

„გუშინ ახალი ნაკადი მივიღეთ, კერძოდ, 5 ბავშვი დაგვემატა, ჯამში 11 ბავშვი მკურნალობს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიდიტით“. პირველ ნაკადში 6 ბავშვი იყო, რომელიც 15 ნოემბრიდან და 15 იანვრიდან გვყავს.

ყოველდღიური ინექციებია, კლინიკაში დაყოვნებისთვის კი 1 საათია განსაზღვრული. 5-დან ერთს ჰქონდა ადგილობრივი ალერგიული რეაქცია ინიექციის შემდეგ, რაც ნორმალურია. ასევე იყო წნევის ვარდნაც, რაც მოსალოდნელია. ასეთი ბავშვებს ცოტა უფრო დიდხანს ვაყოვნებთ კლინიკაში დაკვირვებისთვის, შემდგომ კი ბინაზე ვუშვებთ.

პირველ ნაკადში მედიკამენტის ეფექტურობა შევაფასეთ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის ვადაში. 15 ნოემბერს დავიწყეთ ინიექციები და 15 თებერვალს გავაკეთეთ შეფასება, რომლის საფუძველზეც, 4 ბავშვთან 3 თვის განმავლობაში მივიღეთ 1 სმ და 4მმ, 1 სმ და 8 მმ-იანი ზრდა, ასევე 3 და 2 სმ- იანი ზრდა.

ძალიან ეფექტური იყო. ყოველ სამ თვეში ვაკეთებთ შეფასებას. ფაქტია, რომ მედიკამენტს აქვს ეფექტი და გამოხატული იყო პირველ სამ თვეში, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ინდივიდუალურია, შენარჩუნდება თუ არა ეს ტემპი“,- აღნიშნავს პედიატრი ეკა კანდელაკი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა